среда, 11 марта 2009 г.















მე ვარ თეონა ენუქიძე.დავიბადე 1996 წლის 4 ივლისს. ვსწავლობ გორის #11 საჯარო სკოლის VII კლასში. წარმოშობით ვარ რაჭიდან. მოკლედ მოგიყვებით ჩემი სახელის შესახებ.


სახელი თეონა ჩემმა მშობლებმა და ბებიამ დამარქვეს, იმიტომ რამ ძალიან მოსწონდათ. თუ გოგო დაიბადებოდა ოჯახში აუცილებლად თეონა უნდა დაერქმიათ. სწორედ ამიტომ მქვია ეს სახელი. ჩემი წინაპრებიდან თეონა არავის არ ჰრქმევია. მე ჩემს გვარში ერთადერთი თეონა ვარ, მე ძალიან მომწონს ჩემი სახელი, მეამაყება და ვცდილობ კიდევ უფრო გავალამაზო ჩემი საქციელით.

თეონა – ბერძნული წარმოშობის ქალის სახელი. ნიშნავს "ღვთის ფიქრს", "ღვთის გონებას". ადრე კაცის სახელი იყო და შემდგომ იქცა ქალის სახელად.
თეო – ბერძნული წარმოშობის ქალის სახელი, მისი მნიშვნელობაა "ღმერთი", "ღვთაება".
თეო-ს (ასევე თეკლე-ს) კნინობითია ქართულში თეკო.

ღირსი თეონა, სვიმეონი და ფორბინე (IV)
5 (18) აპრილი
ღირსი თეონას, სვიმეონისა და ფორბინეს შესახებ ცნობები თითქმის არ მოგვეპოვება, მათი სახელები მხოლოდ საეკლესიო კალენდარმა შემოგვინახა. ცნობილია, რომ ისინი IV საუკუნეში მოღვაწეობდნენ და თავიანთი წმიდა ცხოვრებით საუკუნო სასუფეველი დაიმკვიდრეს. წმიდა ეკლესია სათუთად ინახავს მათ ხსოვნას და ყოველი წლის 5 აპრილს იხსენიებს და ითხოვს მათგან შეწევნასა და მეოხებას.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ